ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მესის მორიგი ისტორიული მაჩვენებელი - მაიამის "ინტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღო

მესის მორიგი ისტორიული მაჩვენებელი - მაიამის "ინტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღო

MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში მაიამის "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ ენგლანდი" 6:2 გაანადგურა, მასპინძელთა არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა, რითაც მაიამური გუნდის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.
37 წლის ვარსკვლავს "ინტერის" ფორმით ყველა ტურნირზე 33 გოლი მოუგროვდა. აქამდე რეკორდი ეკვადორელ შემტევ ლეონარდო კამპანიას ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 32 ზუსტი დარტყმა იყო.
ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, მაიამელებმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღეს, რომელიც ახალი ფორმატით მომავალ ზაფხულს აშშ-ში გაიმართება.
ინფანტინომ თქვა, რომ "ინტერი" იქნება ის
ერთადერთი კლუბი, რომელიც მასპინძელის კვოტით ტურნირზე იასპარეზებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.