მერცი: გვჭირდება ევროპული ერთიანობა აშშ-ის, რუსეთის ჩარევის მოსაგერიებლად

გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკის, CDU/CSU-ის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროპაში ერთიანობაზე მუშაობა, საიმისოდ, რომ მოგერიებული იყოს ჩარევა აშშ-ის ან რუსეთის მხრიდან.
საზოგადოებრივ მაუწყებლებითან, ARD-სა და ZDF-სთან საუბარში მერცმა თქვა, რომ ილუზიები არ აქვს აშშ-სთან ურთიერთობაში არსებული გამოწვევების გარშემო.
“ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ დრამატული და მძლავრი და საბოლოო ჯამში აღმაშფოთებელი იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვის მხრიდან გვაქვს ნანახი” – თქვა მერცმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ამერიკელი მილიარდერის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის, ილონ მასკის მხრიდან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” გამოცხადებული მხარდაჭერა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია