არქივი10 იანვარი, 2024, 12:58
მერია: კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება
თბილისის მერიის განცხადებით, მოსული ნალექის გამო, დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
გავრცელებულ განცხადებაში მერია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილს სხვა დასახლებებშიც დაყრის.
თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 272 22 22.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.