პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერია: ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
მერია ამბობს, რომ წერეთელზე სამანქანო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ორ კომპანიასთან, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდნენ, მერიამ ხელშეკრულებები გაწყვიტა. ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა უხარისხოდ.
უკვე ცნობილია 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს. მათ შორისა, ერთ-ერთი ბერა ივანიშვილის მეგობრის შპს "პარმაა".

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.