ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერია - დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა, რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მათი მომრავლება დაფიქსირდება, როგორც მზიურის პარკში მოხდა, აქაც დამონტაჟდება ხაფანგები

მერია - დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა, რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მათი მომრავლება დაფიქსირდება, როგორც მზიურის პარკში მოხდა, აქაც დამონტაჟდება ხაფანგები

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეწამლა.
რაც შეეხება მღრღნელებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდება.
„დედაენის ბაღში შესაბამისი სამუშაოები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჩაატარა და ტერიტორია ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა. რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, როგორც მზიურის პარკში მოხდა, აქაც დამონტაჟდება ხაფანგები“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაენის პარკში ტარაკნები და ვირთხები მომრავლდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.