მერია: ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება
თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, 18 დეკემბრიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.
"ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია", - წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.