“მერიას რომ ბავშვის კვება და სასტუმროს ხარჯები დაეფარა, სულ დაუჯდებოდა 450 ლარი. ასეა თუ ისე, ამ ჩინოვნიკებმა 450 ლარად გაყიდეს 8 წლის ბავშვის ნიჭი და გონიერება!!!”

მოქალაქე გიორგი კიკილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ვიცი, ამ პოსტით ბევრი გაღიზიანდება, ზოგი გულს მოიფხანს, სხვა შეიძლება ჩაფიქრდეს. მოკლედ, მგონია, ის შემთხვევაა, როდესაც ,,თქმა სჯობს არა თქმასა“.
საკითხი ეხება ლაგოდეხელ 8 წლის ბავშვს_ დემეტრე კირკიტაძეს.
ამ ბავშვმა ჭადრაკში კახეთის რეგიონალურ ტურნირში (ქ. დედოფლისწყარო) 7 ტურიდან შვიდივე მოიგო და პირველ ადგილთან ერთად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატში (ქ. ) მონაწილეობის საგზური.
დღეს, ბათუმში ჩატარდა პირველი ტური და ჰოი, საოცრებავ_ დემეტრე ლაგოდეხის მერიის მიერ დაუფინანსებლობის გამო ტურნირში მონაწილეობას ვერ იღებს.
არ მოვახდენ საკითხის პერსონიფიცირებას, მაგრამ მერიას რომ ბავშვის კვება და სასტუმროს ხარჯები დაეფარა, სულ დაუჯდებოდა 450 ლარი.
ბათუმის ტურნირში კახეთის რეგიონიდან მონაწილეობს 18 ბავშვი და ყველა მათგანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ არიან დაფინანსებულნი. საინტერესოა, ლაგოდეხს ვინ აუკრძალა აგვარ ტურნირში მონაწილე ბავშვის (ბავშვების) დაფინანსება?!
ლაგოდეხის მაღალჩინოსანთა ,,განმარტებით“, თურმე, ბავშვის მშობელია ვალდებული ყოველგვარი ხარჯების დაფარვაზე და მერიის მიერ ამგვარი ოპერაციები კანონგარეშე ქმედებაა!
ასეთი უმეცრება დედას (ღმერთმა აცხონოს მისი სული) რომ მოესმისა, იტყოდა: ღმერთო, ცა რატომ არ ჩამოიქცევაო?!
საინტერესოა, ეს გარემოებებით ნაკარნახევი უგუნური, არაკომპეტენტური პოზიციაა, თუ შეგნებულად გააზრებული, ხელისუფლების ავტორიტეტის დამაკნინებელი განცხადება?!
ასეა თუ ისე, ამ ჩინოვნიკებმა 450 ლარად გაყიდეს 8 წლის ბავშვის ნიჭი და გონიერება!!!
ეს კი იცოდეთ (მივმართავ მათ, ვინც დემეტრეს დაუფინანსებლობას გულის სიღრმეში ,,ხელი აუწია“.): ქართულ ჯიშსა და ჯილაგს ამგვარი ხერხებით ვერ დააკნინებთ, ვერ დააჩოქებთ, ვერ გადააგვარებთ და გახსოვდეთ დიდი ვაჟას ნათქვამი:
,,გუშინწინ ვნახე, გუშინაც
გველი სწამლიდა იასა,
აფრქვევდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა“ !!!
და კიდევ დიდი აკაკისაგან: ,,ფურთხის ღირსი ხარ შენ….“
P.S. ჩემო პატარავ, დემეტრე, უმცროსო მეგობარო, რადგან ჭადრაკი ასე შეიყვარე და გონიერება შენი გულის სანთლად აქციე, უკვე ბევრ რამეზე გაიმარჯვე! ვიცი, ჯერ ბავშვი ხარ და ბავშვური ოცნებებიც შენი გულის თანმდევია, მაგრამ ბიძიების და დეიდების საქციელით მიღებულ წყენას გულში ნუ ჩაიდებ. ამგვარ უმსგავსობას საქართველოსთან და სამშობლოს მცნებებთან ნუ დააკავშირებ!
იცოდე, ცხოვრებაში ბევრი ნაძირალა გადაეღობება შენს ნიჭიერებას, მაგრამ დიდი მოსახელესი (დემეტრე თავდადებული) არ იყოს, ნუ შედრკები. ეგ ნიჭი, გონიერება და ენერგია ღვთისა და სამშობლოს სამსახურის კალაპოტში მოაქციე და ნახავ, ,,ტაძრისკენ მიმავალი გზა“ რა ტკბილი და საინტერესო ყოფილა!