ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

გუშინ, სერია A-ს ბოლო ტურში "ნაპოლისა" და "ლეჩეს" მატჩის (0:0) შემდეგ "პარტენოპეის" ფანებმა გუნდის კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს დაუსტვინეს.
"ნაპოლის" მეკარის ალექს მერეტის თქმით, ჯოვანი ფანებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.
"ცუდი სეზონი ჩავატარეთ, "ლეჩესთან" გარისკვა ვერ მოვახერხეთ, რაც შედეგზე აისახა. მომენტების დასრულება გვიჭირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.
ფანების ობსტრუქცია დი ლორენცოზე? არ მომეწონა, ჯოვანი ამას არ იმსახურებდა, უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ გუნდს დაგვისტვენდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჩემპიონო გუნდის კაპიტანი იყო. ჯოვანი დიდებული
ადამიანი და ფეხბურთელია.
ჩემი მომავალი? აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, სპორტულ დირექტორსა და ჩემს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერი გადაწყდება", - განაცხადა მერეტმა.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.