მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა და იმჟამინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი გეგეჭკორის მიერ მისი დაკავებისა და ცემის ფაქტი გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონა და შემდეგ ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჟურნალისტი დაიცვა.
„მე ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს თავში. მოდიან ადამიანები ნიღბებით და ჩემ თავს აძლევს და ეუბნება, შეათრიეთ სააპელაციოს ეზოში და თავში არ დაარტყათ ბიჭო. რომ შემიყვანეს სააპელაციოს ეზოში, ბორდიურზე უკვე რამდენიმე ადამიანი იყო, სცემდნენ და იქით წაიყვანეო და ამ წაყვანა-წაყვანაში რიგითობით პირველი დამსვეს, ამათ მომაშორეს და ამ ნიღბიანებმა, რომ მეგონა, რომ თავში არ დამარტყამენ, ხუთივემ წიხლებით დამიწყო ცემა და პირიქით თავში უფრო მირტყამდნენ.
მირტყამენ, ვითიშები, აზრზე მოვდივარ, გვერდზე ჩემ მეგობრებს ვხედავ და ვცდილობ, რომ ესენი არ ჩაერთონ, იმიტომ, რომ წამოდგა ერთი ბიჭი დასახმარებლად, სასულიერო პირია დღეს და ისიც სცემეს და მინდოდა ეს არ მომხდარიყო, იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ იქ როგორია რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ ჟურნალისტ გოგონას ვინც გადაეფარა პოლიციელი, რომ შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?! რას აკეთებ შენ, დაიცავი გოგო ?! და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და მაშინ აშუქებდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.
Previous: 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული