მერაბ მეტრეველი: ხელისფლების მომხრეებიც ვეღარ უარყოფენ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად დიქტატურა დამყარდა… ბიძინა ხომ კეთილი დიქტატორია!

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ბუნენრივია, ხელისფლების მომხრეებიც ვეღარ უარყოფენ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად დიქტატურა დამყარდა (ნუ მთლად ნამუსგარეციხილები თუ არ არიან), რადგან ფაქტები თვალს ჭრის: კანონმდებლობა რეპრესიულია, ხელისუფლება ოპოზციური პარტიების აკრძალვას აანონსებს და რაც მთავარია, ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერის წინააღდეგ მოგონილი საქმეებია აღძრული 10-15 წლიანი მუხლებით. შედგად ზოგი ციხეშია, ზოგი საციხოდ გამზადებული და ზოგიც ქვყნიდან გაქცეული.
როდესაც ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი რეპრესირებულია, თუ მთლად ნამუსგარეცხილი არ ხარ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციას დემოკრატია უწოდო?!
ჰოდა, ხელისუფლების ზოგიერთმა ლატენტურმა მხარდამჭერმა, (როგორიც, მაგალითად Zaza Doborjginidze – ეა), “ოცნების” ზოგიერთმა ღია მომხრემ (როგორიც მაგალითად, Guram Nikolashvili-ია), ზოგმა ვითომ ოპოზციურმა პარტიამაც გამოსავალი იპოვეს: ეს ყველაფერი ისევ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და აქტივისტებს დააბრალეს. თურმე მათ აიძულეს ბიძინა ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წასულიყო. ეგენი რომ არ იყვნეენ ასეთი ცუდები და ასე საშინლად არ იქცეოდნენ, ბიძინაც არ გახდებოდა იძულებული დიქტატურა დაემყარებინა.
ბიძინა ხომ კეთილი დიქტატორია! არც სიცოცხლის ბოლომდე ძლაუფლებაში ყოფნა უნდა, არც რეპრსიული კანონების მიღება უნდოდა, არც პარტიების აკძალავა უფიქრია, არც ოპოზციური პარტიების ლიდერების წინააღდეგ მოგონილი საქმეების აღძვრა, ეს ყველაფერი ცუდმა ოპოზიციიამ და ცუდმა აქტივისტებემა აიძულეს.
ბიძინა ისეთი კეთილია, რომ საკუთარი სურვილის წიინაღმდედეგ გახდა დიქტატორი, რადგან ნაცებმა, ლიბერალებმა და აკაცუკებმა მისი ძალაუფლების დასრულება მოინდომეს. თორემ, განა უნდა? კარგი, ნორმალური ხალხი რომ იყოს მის ოპოზციაში, დღესვე დათმობდა ძალაუფლებას, უბრალოდ არა და არ გამოჩნდა ეს კარგი ხალხი.
აგერ გახარია! მისი ყოფილი პრემიერი არც ნაცი იყო და არც ლიბერალი, ბიძინაც ემზადებოდა, რომ მისთვის დაეთმო ყველაფერი, მაგრამ მოულოდნელად ისიც განაცდა, ლიბერალების ბაცილა შეეყარა, აყვა მათ და იძულებული გახდა დიდი ქველმოქმედი, რომ მის წინააღმდეგაც ორი მოგონილი საქმე აღეძრა და ასე გაეგდო ქვეყნიდან. განა უნდოდა? გახარიამ აიძულა.
აგერ ირკალი ღარიბაშვილი არ განაცდა, არც ლიბერალი გახდა და ამიტომ ყავს ბიძინას კამფეტში. ვერ, ისვენებს ბერმუდებზე?! ხელის გულზე ატარებს ბიძინა. მას მერე რაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ირაკლიც შეიძლება ოპოზიციაში წასულიყო, გაბრწყინებული სახით დადის ბიძინა, ეს რა კარგი ოპონენტი გამომიჩნდა, არც ნაცია და არც ლიბერალი, არც აკაცუკი, აი, ვის უნდა გადავაბარო ხელისუფლებაო და ელოლიავება, თავზე ევლება.
ეს თქვენ გეჩვდნებათ, რომ ციხეში ზის, თორემ ისე კურორტზეა. ისიც ლიბერლების მოგონილია, რომ მამის დაჭერით ემუქრებიან, ეგ ნაწილი ღარიბაშვილის წერილში აკაცუკებმა ჩაამატეს. ის კი არა, აკაცუკებმა ისიც კი ჩაწერეს ღარიბაშვილის წერილში, დღეიდან ბიძინას ეკისრებმა პასუხისმგებლობა ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზეო. განა, არ იცის ღარიბაშვილმა, რომ ბიძინა ასეთ რამეს არ იკადრებს და ოჯახს არ შეეხება?!
კეთილი დიქტატორია ბიძინა და ასეთები არ ჩვევია, მხოლოდ უვარგისი ხალხისგან გვიცავს. ჰოდა, განა, ყველა უვარაგისი არაა, ვისაც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება უნდა?! ვინ დაგიშალა – იყავი ოპოზიციაში, აკრიტიკე ხელისუფლება და ბიძინაც რამდენიც გინდა, ოღონდ ნამეტანს ნუ მოინდომებ და ძალაუფლებაში ნუ შეეცილები. აღიარე მისი უფლება სამუდმაოდ დარჩეს ხელისუფლებაში, არ შეუქმნა საფრთხე მის ძალაუფლებას და იგულავე! განა, ეს დემოკრატია არ იქნება? სად გინახავთ დიქტატურაში ასე ქონდეს ყველას ენა წაგდებული და ასე ტლიკინის უფლება ქონდეთ ოპონენტებს?!
ჰოდა, უნდა შევირგოთ, რაც გვაქვს. თუ ვერ შევირგებთ, მერე კრიტიკასაც აგვიკრძალავენ და ესეც ჩვენი ბრალი იქნება, რადგან ვერ შევირგეთ ბოძებული თავისუფლება.