პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერაბ მეტრეველი: ნეტა, კალაძეს ოდნავ მაინც თუ აწუხებს სინდისი ამ განაჩენის გამო?

მერაბ მეტრეველი: ნეტა, კალაძეს ოდნავ მაინც თუ აწუხებს სინდისი ამ განაჩენის გამო?
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
კარგად რომ გავიაზროთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ:
ქალაქის მერის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით წარწერის გაკეთებისთვის ქალს, ოთხი შვილის დედას ერთი წლით და ექვსი თვით სვამენ ციხეში.
ფლომასტერით წარწერის გაკეთებისთვის!
პლუს, ამ დანაშაულისთვის ელენეს წინასწარი პატიმრობა ქონდა შეფარდებული. წინასწარ პატიმრობას მკვლელებს და რეციდივისტებს უფარდებენ, რომ განაჩენის გამოცხადებამდე სხვა არ მოკლას კიდევ.
ესაა ქოცებო, თქვენი აშენებული ქვეყანა და თქვენი სამრთალი.
ასე იწერება მოძალადე რეჟიმის ისტორია.
ნეტა, კალაძეს ოდნავ მაინც თუ აწუხებს სინდისი ამ განაჩენის გამო?
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.