მერაბ მეტრეველი: კობახიძე მორალს რომ გვიკითხავს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ერთიანობა? (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე რომ მორალს უკითხავს ვიღაც-ვიღაცებს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა?, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა.

მისი თქმით, “სწორედ მმართველმა გუნდმა გააკეთა ის, რომ ქვეყანა 2 ნაწილად გაყო და ხალხი ერთმანეთთან დააპირისპირა.“

ირაკლი კობახიძე რომ მორალს უკითხავს ვიღაც-ვიღაცებს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა, ვინ გაყო საქართველო 2 ნაწილად, ვინ მოკლა საქართველოში სიხარული 2 დღეში, ჩვენ გავაკეთეთ ეს? ან ოპოზიციამ? ეს ხომ ხელისუფლებამ გააკეთა, მაშინ როცა მთელი ქვეყანა პოლიტიკაზე საერთოდ არ ფიქრობდა, დარაზმული იყო ამ ხალხის ირგვლივ, ამ ბიჭების სიყვარულით ცხოვრობდა, ევროპის ჩემპიონატს ელოდებოდა, გამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა, კანონს რომ გავიტანთ, აღარ შემოვიტანთო, ამ დიდი გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ეს რუსული კანონი უკან შემოაბრუნეს. ქვეყანა გაყვეს ორად და ერთამენთს დაუპირისპირდნენ,- განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან