ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერაბ მეტრეველი: თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდარიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?

მერაბ მეტრეველი: თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდარიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ირაკლი კობახიძეს უთქვამს, დებატები და საჯარო დისკუსები უნდა დავაბრუნოთ საჯარო ცხოვრებაში, ეს ყველაფერი რომ გაქრა, ჩვენი კი არა, ნიკა გვარამიას ბრალია, ტოქსიკურკ გარმეო შექმნაო. 🙂
კაცო, გვარამია იყო ერთი ტელევიზიის დირექტორი. დავუშვათ, მის ტელევიზიაში იყო ტოქსიკირო გარემო, სხვა ტელევიზებში რატომ ამოიკვეთეთ ფეხი? "ტვ პირველში" მისულიყავით დებატებში. "ფორმულაზე" მისულიყავით, ჩვენთან "პალიტრაში" მოსულიყავით. დებატები კი არა, ადრე მარტო მაინც ჯდებოდოთ სტუდიაში ჩვენთან და "რუსული კანონის" ამბების მერე ამაზეც უარი თქვით.
ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა? 🙂
დებატები კი არა, "იმედში" და "პოსტვში" საერთოდ ოპოზციონერი პოლიტიკოსების მიწვევაა აკრძალული. არ ვიცოდი, იქაც თუ გვარამია ქმნიდა ტოქსიკურ გარემოს. 🙂
ასეთი საოცარი გადაბრალება აქმდე თავად კობახიძესაც არ მოუფიქრებია. საკუთარი რეკორდი მოხსნა ტიპმა.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება - უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.