ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერაბ მეტრეველი: ახლა გეკითხებით, პუტინის ადგილზე ამ ნათქვამს თქვენ როგორ გაიგებდით?

მერაბ მეტრეველი: ახლა გეკითხებით, პუტინის ადგილზე ამ ნათქვამს თქვენ როგორ გაიგებდით?
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
პროპაგანდისტები გაიძახიან, კობახიძემ ოკუპაცია ახსენა პუტინის თანდასწრებით და რატომ არ იმჩნევთო.
ვაი, ასეთ ხსენებას! 🙁
ვნახოთ ციტატა:
„ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“
ანუ ტიპმა ის კი არ თქვა, დეოუკუპაციას და ტრიტორიული მთლიანობის აღდგენას ვითხოვთო, ან დეოკუპაციის და საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის გარეშე არ გამოვა მშვიდობა რეგიონშიო, არამედ პუტინს უთხრა: მართლაა, ჩვენი რეგიონები ოკუპირებული გაქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც მშვიდობააო. 🙁
ახლა გეკითხებით, პუტინის ადგილზე ამ ნათქვამს თქვენ როგორ გაიგებდით?
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.