არქივი18 თებერვალი, 2024, 08:11
მერაბ დვალიშვილს UFC-ზე გამარჯვება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა (video)
UFC-ის ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს UFC 298-ზე გამარჯვება და ჰენრი სეხუდოს დამარცხება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა. Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრძოლას პირადად დაესწრო.
ცუკერბერგმა ქართველს სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდეგ კი საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა.
სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.