ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა!

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა!

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.
დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
მერაბ დვალიშვილი არის ქართველის გაუტეხელი სულის სიმბოლო, ურთულესი გზა გაიარა ჩემპიონობამდე. ყველაზე მაგარი ბოლო წამებზე რომ დააგდო და სულ პანჩურები ურტყა ეგ იყოო. კიდევ დაინდო შებოჭილზე რომ მუხლი არ იხმარა, თორემ მესამე რაუნდშივე აახევდა სახეს. გილოცავთ ყველას, ასე გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა ყველა სფეროში.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.