ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“პენალტების სერიაში თბილისის „დინამო" დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც მიაღწია: გამოსვლაზე მეკარე ფუტკარაძის დაშვებული შეცდომის შედეგად ვაწაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა, სულ მალე კი ხვადაგიანმა გაიტანა. თუმცა, 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ცეცხლაძე მეურვეს დაუსხლტა, მისი პასით
გეგიაძემ თანაფარდობა აღადგინა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს, ერთხელ ფუტკარაძის კარი ძელმა იხსნა, მეტი გოლი არ გავიდა, ხოლო პენალტების სერიაში "სპაერმა" იმარჯვა.
სპაერი - დინამო (თბ) 2:2 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4)
გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45:1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)
ძალიანაც კარგი მოხდა, გამოჩნდა რა დონეზეა საქართველოში ფეხბურთის დონე. სპაერმა იბრძოლა და მოიგო. ისე დინამოსთვის კარგი რამ მოხდა თავს აღარ შეირცხვენენ ევროთასებზე, წინა ტურში ფოთმა 3-0 მოუგო. კიდევ გადარჩენილია რომ უმაღლეს ლიგაში დარჩა დინამო. მოკლედ დინამოსღა მარტო სახელი დარჩა სხვა მხრივ ერთი უსახური გუნდია.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.