ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი იმერეთში და თბილისში განხორციელდა – ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი იმერეთში და თბილისში განხორციელდა – ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

2025 წლის მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 385.8 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 363.2 ათასი ვიზიტი თვეში).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.0 პროცენტი ქ. თბილისის მცხოვრებია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.5 პროცენტი — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2025 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.8 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა საქსტატმა გაავრცელა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.