ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეორე კვარტალში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეული წლიურად 12.8 პროცენტით გაძვირდა

მეორე კვარტალში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეული წლიურად 12.8 პროცენტით გაძვირდა

2025 წლის II კვარტალში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 20.1 პროცენტიანი მატებით, რაც 9.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 10.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 37.8 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, -4.11 და 7.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
სტატისტიკა საქსტატმა გაავრცელა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.