მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს

მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს
ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, თუმცა, ამას არ აკეთებენ. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არა საკუთარი ამომრჩეველი, არამედ, პატრონები აინტერესებთ და მომავალშიც მათი მითითებებით იმოქმედებენ.
„მეორე დღეა როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან, ვისაც ეტყვიან დატოვეთო [მანდატები] – დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩით – დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ – თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ.“ – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე