ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მეოთხე ექიმია უკვე ციხეში და 40 ექიმი მაინც ქუჩაში არ უნდა იდგეს?” – გიორგი ახობაძე

“მეოთხე ექიმია უკვე ციხეში და 40 ექიმი მაინც ქუჩაში არ უნდა იდგეს?” – გიორგი ახობაძე

სოლიდარობა და თავისუფლება გოგის მეოთხე ექიმია უკვე ციხეში და
40 ექიმი მაინც ქუჩაში არ უნდა იდგეს ამ სიგიჟის გასაპროტესტებლად?!
სამწუხარო სიჩუმეა იაფფასიანი ტერორისტული სპექტაკლი იყო აყვანის ოპერაცია. მე იმ პოლიციელების აზრი მაინტერესებს, სასაცილო თოჯინებად რომ აქცია ბორინკამ, აი ამხელა ბობოქარი რაოდენობით, ექიმი პედიატრის ასაყვანად რომ უშვებენ და ჭკვიანი სახეებით ჩამოაყენებენ ხოლმე ლოკაციაზე… მერე სახლში, სარკესთან, საკუთარ თავთან არ უტყდებათ? მოძალადე კლოუნებად გაქციათ და უარესი გელით წინ! ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ! ეს ქვეყანა არ გარუსდება! ყოველ ჯერზე სულ უფრო გაჭენებული ცირკის მოწყობა მოგიწევთ!

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.