„მენატრები დეე, მალე ჩამეხუტე… ველოდები ნათლისღების სასწაულს“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

„მენატრები დეე, მალე ჩამეხუტე… ველოდები ნათლისღების სასწაულს“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ
ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს ალექსანდრეს დედა.
„მენატრები დეე…მალე ჩამეხუტე.. ძალიან მჭირდები დეე, მჭირდები, რომ ვისუნთქო…ველოდები ნათლისღების სასწაულს… 555 105 500 ნათია“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს