ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამ წუთებში იზოლატორში მათი შესახლების პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, ისინი დაკავებულებს დაახლოებით, ერთი საათის ვადაში, მას შემდეგ შეხვდებიან, რაც მათი იზოლატორში შესახლების პროცედურა სრულად დასრულდება.
ლონდარიძის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირიდან 3, მათ შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.