,,მელია – ხაზარაძესთან; გვარამია, ხოშტარია და ჯაფარიძე – ნაცებში. მხოლოდ, გვარამიას თანათავმჯდომარეობა სურს…” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ამ პოლიტიკური გადაჯგუფებით ნამდვილად იბრწყინებს “იბერია”. მელია – ხაზარაძესთან; გვარამია, ხოშტარია და ჯაფარიძე – ნაცებში. მხოლოდ, გვარამიას თანათავმჯდომარეობა სურს (ამბობენ) და მიშას ტელევიზიას გაუხსნის (დაუბრუნებს)….
ახლა კითხვა: “ლელოს” აკლია მკვდრები მელიას რომ იმატებს, თუ ნაცების “სასაფლაოა” ცარიელი?
პოლიტიკაში “უძღები შვილი” არ არსებობს. ეგეთ “შვილს”
თან პოლიტიკურად გაფუჭებულს, ანუ წახდენილს, სხვა სახელი ჰქვია.
ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ოლიგარქი ივანიშვილის ნაცვლად საქართველოში სისტემის შერჩეული, სხვა ოლიგარქი ზეობდეს, ისევე როგორც ძალიან დამღალეს ამ
“პოლიტიკოსისა და ლიდერის” იარლიყის მატარებელმა პოლიტიკანებმა და პოლიტთაღლითებმა.
მელიას ელექტორალური კაპიტალი არ გაიშვას და გვარამიას იდეოლოგია, რომელმაც უამრავი სისულელით, რომელიც როგორც თავად თქვა – არამყარი ფსიქიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული – ვგონებ ყველა ქოცზე მეტად შეუწყო ხელი ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებას.
ცალკე ხაზარაძე თუ ფიქრობს, რომ პოლიტიკა მედიის ფლობაა, რომელსაც საშინლად მართავს – “ნეტარ არიან”….
საშინელებაა (!) რომ სააკაშვილი ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას – ვიდრე “მის” პარტიაში დემოკრატიული პროცესები და ჯანსაღი კონკურენცია არ დაიწყება, ენმ უფრო და უფრო დაემსგავსება პოლიტიკურ პანთეონს, სადაც “მიწას” ნაყოფია გაყიდის – ამ ეტაპზე. შემდეგ ისევ მიშა მოიფიქრებს, ამ მისიას ვის მიანდობს.
ესენი არიან “პიკასოს ბიჭები”? ვაი, შენს დღეს საქართველო….“

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს