ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მელია: მივდივარ? დიახ, მივდივარ, წინ მომავლისკენ, ენმ იქცა მანკიერ მოჯადოებულ წრედ

ნიკა მელიამ "საბოლოო გადაწყვეტილება" გამოაცხადა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ენმ-მ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა.
"საქართველოში გვაქვს სისტემა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ პრინციპები, რომელიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყოფილიყო გამარჯვებული ნაციონალურ მოძრაობაში... ახლა მაქვს ორი არჩევანი - ნიღბის გაკეთება ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან და ბოლომდე მართალი თქვენთან... [ენმ-ში] ყრუ კედელი დამხვდა, იქცა აქაურობა მანკიერ მოჯადოებულ წრედ, სადაც ხდება ყველას ინტერესის გათვალისწინება, გარდა ხალხისა. ეს არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ვიბრძვი და ვაპირებ ბრძოლას მომავალში... მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ, წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში" - თქვა მელიამ.
მასალა განახლებადია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.