მელია გაუშვეს თუ წავიდა? – რას ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, “არ წარმოადგენს პარტიას”. ახლა მთავარი კითხვაა, დატოვა თუ დაატოვებინეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს.
ნიკა მელიას თანაგუნდელებმა “სამარცხვინო” საქციელი და “არაკაცობა” უკვე უწოდეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომელიც მან „ფორმულის“ ღამის ეთერში გააკეთა. კერძოდ, ხაბეიშვილმა “ფორმულას” უთხრა, რომ მისი წინამორბედი “არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით”.
ლევან ხაბეიშვილის ამ კომენტარის შემდეგ, პარტიის სახელით განცხადებაც გავრცელდა. იგი იმეორებს ხაბეიშვილის სიტყვებს, თუმცა დამატებით აღნიშნულია ისიც, რომ “ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას”.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ს ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.
მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, – წერია განცხადებაში.
ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებია. არც პარტიის განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ის გარიცხეს.
დამატებით, რადიო თავისუფლება ესაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ ანა წითლიძეს. მისი სიტყვებით, “მელიამ დიდი ხანია თავისივე განცხადებებით გაირიცხა თავი “ნაციონალური მოძრაობიდან”.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრობა ხომ არ არის იურიდიული დოკუმენტი, რაც ქაღალდზე წერია… პარტიის მანდატზე ხომ არ არის ყველაფერი?! მე წევრი რომ გავხდი, საერთოდ არ მქონია მანდატი… ჩვენ წესდებაში გვიწერია, რომ ადამიანი, რომელიც სისტემატურად ლანძღავს პარტიას, არ შეიძლება წარმოადგენდეს მას. თავისი პოზიციონირებით ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტიას”, – ამბობს ანა წითლიძე.
ნიკა მელიას მსგავსად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს აკრიტიკებენ მისი თანამოაზრეებიც – , ნუგზარ წიკლაური, ბაჩო დოლიძე და სხვები. ანა წითლიძეს ვკითხეთ, რას ფიქრობენ პარტიაში ნიკა მელიას თანამოაზრეებზე და მოიაზრებენ თუ არა მათ თანაპარტიელებად?
“ვუტოვებთ სხვა ყველა ადამიანს შანსს, რომ გააცნობიერონ ერთობის ფასი და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს წითლიძე.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი