ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მელიას თქმით, პროკურატურამ მისი ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა

მელიას თქმით, პროკურატურამ მისი ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მისი ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა.
როგორც მელიამ აღნიშნა, საქმის პროკურორებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს და პროცესის გადადება მოითხოვეს – მიზეზად მათი ტრენინგზე დასწრება და თბილისში არყოფნა სახელდება.
“როგორც იცით, ხვალინდელ პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო. დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილას. რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა – ცნობილმა, ორმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართეს სასამართლოს, რომ ისინი ხვალ, მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე. შესაბამისად არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან პროცესს და სთხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს გაცდენა. შესაბამისად ამ წუთის მდგომარეობით პროკურორები ხვალინდელ პროცესზე არ გამოცხადდებიან, არც ბრალდებული, არც პროკურორი – ასეთი მდგომარეობა გვაქვს”, – თქვა მელიამ ვიდეო მიმართვაში, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.(მთავარი არხი)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.