“მელიამ დიდი თავსატეხი გაუჩინა სისტემას” – ხოშტარია

კოალიცია “ცვლიებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ნიკა მელია გატაცებულია, რადგან ის “ყველანაირი საფუძვლის გარეშე გადააყენეს, წაართვეს ტელეფონები დაცვას, მასაც და გაიტაცეს.“
როგორც ჯაფარიძის შემთხვევაში, მელიამ დიდი თავსატეხი გაუჩინა სისტემას, რადგან არ აპირებდა სასამართლოში მისვლას. ვიცოდით, რომ ხვალ მას წაიყვანდნენ, დაგეგმილი იყო 2 საათზე მის ოფისში შეკრება და მან გაუჩინა თავსატეხი იმით, რომ განაცხადა, არ მივალო და იმდენად ეშინიათ კონფრონტაციის, ოფისში შესვლის, რომ ყველანაირი საფუძვლის გარეშე გადააყენეს, წაართვეს ტელეფონები დაცვას, მასაც და გაიტაცეს. ამ მომენტისთვის, მას ჰქვია გატაცებული. ადვოკატი არკვევს, მეტი დეტალი არ გვაქვს. აღსანიშნავია, რამდენ შეცდომას უშვებს და უკანონობას ჩადის ხელისუფლება, როდესაც ის ფაქტის წინაშე დგება, რომ პოლიტიკოსები და მოქალაქეები არ ემორჩილებიან, არ აღიარებენ, არ ეშინიათ. შემდეგი ვინც არ გადაიხდის გირაოს, არის ნიკა გვარამია,- განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?