ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,მეთქი მიჩქმიტეთ, ხომ არ მძინავს” – ნინო ჯანგირაშვილი

,,მეთქი მიჩქმიტეთ, ხომ არ მძინავს” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ვუყურებ რუბიოს გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე. მეთქი მიჩქმიტეთ, ხომ არ მძინავს. მთელი გამოსვლა ეძღვნება, როგორ არიან დაკავშირებული ევროპა და ამერიკა ერთმანეთთან და როგორი განუყრელები არიან, რომ ამერიკას ევროპის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, რომ ევროპა მათი მშობელია და ა.შ. მეთქი, რამე ხომ არ გამომრჩა, რამე ხომ არ მეშლება. შევედი იმედის ფეისბუქ გვერდზე. მეთქი ეგენი დასტირიან სულ ტრანსატლანტიკური ერთობის რღვევას და რამეს იპოვნიდნენ აუცილებლად ისეთს. დიახთ, ერთი წინადადება მაინც უპოვნიათ:
“ჩვენ არ გვჭირდება სუსტი მოკავშირეები, რადგანაც ეს ჩვენც დაგვასუსტებს – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“
აი, თუ არ არის კრიტიკული მედია საჭირო!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.