არქივი5 აპრილი, 2024, 12:56
მეთოფიშვილი NGO-ებზე: დაფინანსების გამჭვირვალობისთვის დეკლარაციის წარდგენაც არ სურთ
უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს, ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს გავურბივართ - თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება "ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში - ,ევროინტეგრაციის შეფერხებად და, ალბათ, რუსულ სტანდარტად?!
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.