არქივი11 დეკემბერი 2023, 20:10
მეთიუ მილერი - "ჰამასის“ ხელმძღვანელობის განადგურება სამხედრო გზით შეიძლება
„ჰამასის“ ხელმძღვანელობის განადგურება სამხედრო გზით შეიძლება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ჰამასის“ ხელმძღვანელობის განადგურება, რომლებიც ისრაელში შევიდნენ და 7 ოქტომბრის თავდასხმები განახორციელეს, სამხედრო გზით შეიძლება“, - განაცხადა მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ისრაელსა და პალესტინას შორის უფრო ფართო კონფლიქტი არ შეიძლება სამხედრო გზით გადაწყდეს და მისი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას საჭიროებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.