ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეთიუ მილერი - საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტიდემოკრატიული ქმედებებით

მეთიუ მილერი - საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტიდემოკრატიული ქმედებებით

საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
კერძოდ, მან ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად - 84 ხმით მიიღო.
მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.
“ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ანტი-LGBT კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ ბოლომდე არ გამხდარა კანონი, ჯერ კიდევ არის კითხვები ამ კანონპროექტთან, საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი.
თუმცა, როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველო შორდება თავისივე გამოცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით... და ეს კანონი ამას შეესაბამება”, - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.