მეთიუ მილერი – საქართველოს მთავრობის ქმედებებზე დიდი შეშფოთებები გვრჩება

საქართველოს მთავრობის ქმედებებზე დიდი შეშფოთებები გვრჩება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა -ს მიერ გატარებულ საპასუხო ზომებზე.
“გვრჩება დიდი შეშფოთებები საქართველოს მთავრობის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა, დემოკრატიული გზიდან და უფრო დიდი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.
სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, დახმარების შემცირებას, რომლის გადაცემასაც ვაპირებდით საქართველოს მთავრობისთვის, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი