მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული მტკიცებულებებს გამოძიებას გაუზიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული მტკიცებულებებს გამოძიებას გაუზიარებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „როგორც ჩანს, დაიწყეს გამოძიება და დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შედეგებს“, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს“.
„მე როგორც მესმის, მას აქვს ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, შეუძლია, მიაწოდოს ეს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული, თუ ვინმე სხვის მიერ“, – განაცხადა მილერმა.
ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. თუმცა მან თქვა, რომ პროკურატურაში არ მივა და საგამოძებო ორგანომ თავად უნდა მოიძიოს მტკიცებულებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს