მეთიუ მილერის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს

მეთიუ მილერის განცხადებით, თეთრ სახლში სჯერათ, რომ რუსეთისთვის მის ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაკისრების უფრო ეფექტიანი ზომები არსებობს, ვიდრე ქვეყნის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას შესაძლოა გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.
„სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამგვარი ზომების მიღებას – სანქციების დაწესებას რუს მაღალჩინოსნებზე, რუსულ კომპანიებზე, დაწესებულია საექსპორტო კონტროლი, რომელიც ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მილერმა.
ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ფხენიანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს