მეთიუ მილერის განცხადებით, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღის შესახებ ისრაელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ გაუზიარებია
რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღის შესახებ ისრაელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ გაუზიარებია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შეჭრას ეწინააღმდეგება და ისრაელს შეუძლია თავის სამხედრო მიზნებს სხვა საშუალებებით მიაღწიოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ღაზაში ისრაელის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო.
„ჯერ იმ დასკვნამდე არ მივსულვართ, ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაარღვია, მაგრამ ჩვენი ბიუროებიდან არაერთი ექსპერტი გვყავს, რომლებიც ფაქტებს სწავლობენ და შეფასებებს აკეთებენ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.