ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეთიუ მილერის განცხადებით, ისრაელი იარაღს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებს

ისრაელი იარაღს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან ისრაელის შესაბამისობას მუდმივად ვაფასებთ. რაიმე სახის დარღვევა არც ომის დროს და არც ჰუმანიტარული დახმარების გაწევის დროს არ აღმოგვიჩენია“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელის ოფიციალური პირისგან ამ საკითხთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო.
„ეს გარანტიები პერსპექტიული ხასიათისაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათზე ჩვენი შეხედულება ღაზაში მიმდინარე ომის დროს ისრაელის ამჟამინდელ ქცევას ეფუძნება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.