ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია
ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.37 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია. ამ შემთხვევაში ფასი 97 ცენტს შეადგენს.
Numbeo-ს რეიტინგიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 126 ქვეყანას შორის საქართველოს 72-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით, 12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.35 დოლარს შეადგენს.
საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 2.31 დოლარია (73-ე ადგილი). 74-ე ადგილი დაიკავა სომხეთმა, სადაც მარკეტებში კვერცხის ფასი 2.3 დოლარს შეადგენს.
აღნიშნულ ქვეყნებს მოსდევს რუსეთი, რომელმაც რეიტინგში 1.74 დოლარით 105-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოს ქვეყნებს შორის კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება აქ 1.4 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 120-ე ადგილზეა.
Numbeo-ს თანახმად, კვერცხი ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაში ღირს:
· შვეიცარია - 7.37 დოლარი;
· ისლანდია - 6.36 დოლარი;
· ახალი ზელანდია - 6.35 დოლარი;
· ბარბადოსი - 5.39 დოლარი;
· დანია - 4.95 დოლარი.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც კვერცხი ფასი ყველაზე დაბალია, ხუთეული ასე გამოიყურება:
· ინდოეთი - 0.97 დოლარი;
· ირანი - 1.14 დოლარი;
· პაკისტანი - 1.19 დოლარი;
· ბანგლადეში - 1.21 დოლარი;
· ბელარუსი - 1.3 დოლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.