ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეზობელ სახელმწიფოებს შორის ტაქსის სერვისი საქართველოში ყველაზე ძვირია - Numbeo-მ რეიტინგი განაახლა

მეზობელ სახელმწიფოებს შორის ტაქსის სერვისი საქართველოში ყველაზე ძვირია - Numbeo-მ რეიტინგი განაახლა

Numbeo-მ 126 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. საქართველო რეიტინგში 93-ე ადგილს იკავებს, თუმცა ქვეყანაში ეს მომსახურება მეზობელ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების საშუალო ფასი საქართველოში 73 ცენტს შეადგენს.
რეგიონის ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:
· თურქეთი - 94-ე ადგილი, 73 ცენტი;
· აზერბაიჯანი - 101-ე ადგილი, 59 ცენტი;
· რუსეთი - 108-ე ადგილი, 42 ცენტი.
· სომხეთი - 116-ე ადგილი, 31 ცენტი.
ტაქსის ფასების სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 4.71 დოლარს შეადგენს. შესწავლილი ქვეყნებიდან ყველაზე იაფი ტაქსი ყირგიზეთშია და 23 ცენტს უტოლდება.
5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია:
· შვეიცარია - 4.71 დოლარი;
· ლუქსემბურგი - 3.98 დოლარი;
· ბაჰრეინი - 3.98 დოლარი;
· ალბანეთი - 3.45 დოლარი;
· გაიანა - 3.35 დოლარი.
ტაქსი ყველაზე იაფი:
· ყირგიზეთი - 23 ცენტი;
· ფილიპინები - 27 ცენტი;
· ტაჯიკეთი - 28 ცენტი;
· მოლდოვა - 29 ცენტი;
· ინდოეთი - 29 ცენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.