არქივი2 დეკემბერი, 2023, 14:23
მეზობელი ქალის ნაჯახით მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
წალკის რაიონის სოფელ ბედიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.
დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დაკავებულმა დღეს დუმილის უფლება გამოიყენა და დანაშაულის დეტალებზე არაფერი თქვა. მისი ადვოკატი კი, მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში თავს იცავდა.
53 წლის ეკა გულაშვილი სასიკვდილოდ მეზობელმა და თანამშრომელმა გაიმეტა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.