არქივი5 ნოემბერი 2024, 18:11
მეზვრიშვილი: ხვალ, 12:00-ზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან გაყალბების მტკიცებულებებით

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით", - წერს ის.
4 ნოემბერს ნათია მეზვრიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.