ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეზვრიშვილი: ოცნების დეპუტატები და ზონდერები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ

მეზვრიშვილი: ოცნების დეპუტატები და ზონდერები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები და ზონდერები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რათა მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა ოცნების სასარგებლოდ მისცენ.
მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვის მისცემენ ხმას.
"მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან ოცნების ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე რეგიონული კლანების სქემა წარადგინა და კონკრეტული სახელები ჩამოთვალა.
"მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე - მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მათ მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა, რამდენიმე ზონდერია, მაგალითად, გია ჯიქია, რომელიც ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის მიერ წარდგენილი სქემის ილუსტრაციას:
გახარია საქართველოსთვის
ნათია მეზვრიშვილი

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.