ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეზვრიშვილი: აჭარის პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ, დაიწყონ ბრალდებულების დაკავება

მეზვრიშვილი: აჭარის პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ, დაიწყონ ბრალდებულების დაკავება

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, აჭარის პროკურატურაში განცხადება შეიტანა იმ მოთხოვნებით, რომ გიორგი გახარიაზე თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინონ, ასევე დანაშაულებრივი დავალების გამცემთა ვინაობა გაარკვიონ და ბრალდებულების დაკავება დაიწყონ.
ამის შესახებ ინფორმაცია ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება", - წერს მეზვრიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.