#მევნახეგაყალბება — სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა” სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია „მე ვნახე გაყალბება“.
დამკვირვებლები და ამომრჩევლები #მევნახეგაყალბების ჰეშტეგის ქვეშ აერთიანებენ ისტორიებს საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და ურთავენ ფოტო-ვიდეო მასალას.
ნინო ლომჯარიას თქმით, კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრები და მოხალისეებმა უკვე მოაგროვეს და დაახარისხეს საარჩევნო დარღვევების 500-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებს უზიარებენ.
„პარალელურად, იდენტიფიცირებულია ის საარჩევნო უბნები და ოლქები, სადაც მძიმე ხასიათის დარღვევებს განგრძობითი და განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ჩვენი იურისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საჩივრებზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ დავამტკიცოთ სიმართლე“, — წერს ლომჯარია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.