ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს მიკრორიბონუკლეინმჟავების აღმოჩენისთვის

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს მიკრორიბონუკლეინმჟავების აღმოჩენისთვის

2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს ვიქტორ ემბროსსა და გერი რავკანს „microRNA-ების აღმოჩენისთვის და მათი როლის შესწავლისთვის გენის ექსპრესიის პოსტტრანსკრიპციულ რეგულირებაში“. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა პრემიის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.
mocroRNA არის მოკლე რიბონუკლეინის მჟავის, რნმ-ს მოლეკულების განსაკუთრებული კლასი, რომელიც სხვა მოლეკულებთან ერთად განსაზღვრავს მრავალი გენის აქტივობას.
„microRNA-ებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ვიქტორ ემბროსისა და გერი რავკანის ნაშრომების დიდი ნაწილი მოლეკულურ ბიოლოგიას ეძღვნება.
გერი რავკანი ჰარვარდიდან. ის 72 წლისაა და არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აშშ-ის მედიცინის აკადემიის, ასევე ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი.
70 წლის ვიქტორ ემბროსი არის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ვუსტერში. ის არის აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ცნობილია როგორც microRNA-ის მკვლევარი.
შარშან ნობელის პრემია მედიცინაში მიენიჭათ უნგრელ მკვლევარს, კატალინ კარიკოს და ამერიკელ ბიოქიმიკოსს, დრიუ ვაისმანს „ნუკლეინის მჟავების საფუძვლის მოდიფიკაციისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ეფექტიანი microRNA-ვაქცინების შექმნა COVID-19-ის წინააღმდეგ“.
მედიცინის პრემია პირველია, რომელიც დაასახელეს ე.წ. ნობელის კვირეულში, რომლის დროსაც ასევე გამოვლინდებიან ლაურეატები ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.