არქივი17 იანვარი, 2025, 17:09
მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ, მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს

მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ, მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას“, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
პროკურატურასთან ასევე მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.