მედიის ცნობით, გურჯაანში მამაკაცი პოლიციელმა დაჭრა

გურჯაანში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულს პოლიციელმა ესროლა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მათი ცნობით, საქმეში ფიგურირებს გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვახტანგ მთივლიშვილი.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელის მამას “საქმის გასარჩევად სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს.”

მედია წერს, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის მერეც პოლიციელმა მამის დასაცავად “ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირი დაჭრა.”

როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს