პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის მხარდასაჭერად ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

მედიის მხარდასაჭერად ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

მედიის მხარდასაჭერად ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და გამოხატვის თავისუფლებას.
აქციაში მონაწილეობენ ჟურნალისტები, ასევე, საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით: „ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობას მიჰყვება პოლიცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.