ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის მხარდამჭერი მარში მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

მედიის მხარდამჭერი მარში მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

"ფარნების მარში" საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდა, სადაც უკვე 267-ე დღეა, მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
"თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - სკანდირებენ მოქალაქეები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება, რომელიც მანამდე მედიის მხარდამჭერ მარშს შეუერთდა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე ფანრები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.