არქივი24 ნოემბერი, 2023, 16:21
მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ ტყვეობიდან 12 ტაილანდელი მძევალი გათავისუფლდა
დღეს „ჰამასის“ ტყვეობიდან 12 ტაილანდელი მძევალი გათავისუფლდა.
ტაილანდური მედიის ინფორმაციით, რომელსაც BBC ავრცელებს, მძევლები ამჟამად უკვე ისრაელში არიან. ისინი შამირის სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი გამოკვლევებისთვის გადაჰყავთ, სადაც, დაახლოებით, 48 საათის განმავლობაში დარჩებიან.
ტაილანდელი მძევლები „ჰამასის“ ტყვეობიდან კატარისა და ეგვიპტის მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
12 გათავისუფლებულ მძევალთა შორის ყველა მამაკაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.